⭐ Premium
როგორ ვიყიდო Premium?
▼
გადადი app.html → პრემიუმი → გადაიხადე €5 PayPal-ით. გადახდისას მიუთითე შენი 6-ნიშნა პირადი ID. ადმინი 24 საათში გაააქტიურებს.
სად ვნახო ჩემი პირადი ID?
▼
შესვლის შემდეგ მთავარ გვერდზე ჩანს — „პირადი ID: XXXXXX". ასევე Premium გვერდზე და ლოიალობის პროგრამაში.
Premium რამდენ ხანს გრძელდება?
▼
30 დღე. ავტომატური განახლება არ ხდება — ვადის გასვლის შემდეგ კვლავ უნდა გადაიხადო.
რას ვერ ვხედავ Premium-ის გარეშე?
▼
კალენდარი, Permesso countdown, სამუშაოს განცხადებები — ეს ფუნქციები Premium-ზეა. ინფო ჰაბი (ამინდი, ტრანსპორტი, ფარმაცია და სხვ.) ყველასთვის უფასოა.
🎁 ლოიალობის პროგრამა
რა არის ენერგია?
▼
ენერგია არის შიდა ქულა, რომელსაც იღებ Premium მომხმარებლების მოყვანით. გამოიყენება პლატფორმის სერვისებისთვის — ნაღდ ფულზე არ იცვლება.
როგორ მოვიყვანო მეგობარი?
▼
ლოიალობის პროგრამის გვერდზე გაქვს შენი უნიკალური ბმული. გაუგზავნე მეგობარს — მოდის index.html-ზე. როცა ის Premium-ს შეიძინს, ჩაეთვლება შენ.
3 მოყვანა = 1 ენერგია — სწორად გავიგე?
▼
კი. პირველი 3 Premium მოყვანა = 1 ⚡ + 30 დღე Premium. შემდეგ ყოველ 5-ზე (8, 13, 18...) = 1 ⚡ + 30 დღე Premium.
📣 რეკლამა
როგორ განვათავსო განცხადება?
▼
app.html → სარეკლამო განცხადება → ახალი განცხადება. შეავსე ფორმა და გაგზავნე. ადმინი განიხილავს — დამტკიცების შემდეგ მიიღებ გადახდის დეტალებს.
რა ღირს რეკლამა?
▼
€50 / 30 დღე. ენერგიის გამოყენებით — €37.50 (25% ფასდაკლება 2 ⚡-ით).
რამდენ ხანში გამოქვეყნდება ჩემი განცხადება?
▼
დამტკიცებისა და გადახდის შემდეგ 24 საათის განმავლობაში.
📋 Permesso და საბუთები
Permesso-ს ვადის შეხსენება როგორ მუშაობს?
▼
პროფილში შეიყვანე Permesso-ს ვადა. სისტემა გაგაფრთხილებს 60, 30, 7 და 1 დღით ადრე — შესვლისას ეკრანზე გამოჩნდება შეტყობინება.
სად ვნახო იტალიური საბუთების ნიმუშები?
▼
მთავარ გვერდზე (index.html) ქვემოთ — „საბუთების ნიმუშები" სექციაში. PDF ფორმატში, ქართული განმარტებებით.
🔧 ტექნიკური
როგორ დავაინსტალირო აპლიკაცია ტელეფონზე?
▼
Android-ზე: ბრაუზერი ავტომატურად გთავაზობს ინსტალაციის ბანერს — დააჭირე და დააინსტალირე. iOS-ზე (iPhone/iPad): Safari → ქვედა მენიუ → გაზიარება (□↑) → „მთავარ ეკრანზე დამატება".
პაროლი დამავიწყდა — რა ვქნა?
▼
ამჟამად პაროლის აღდგენა ხელით ხდება — დაგვიკავშირდი საკონტაქტო გვერდიდან ელ.ფოსტის მითითებით.